„სომხური დოკუმენტებით 1915 წლის დოკუმენტური ფილმი“

„სომხური დოკუმენტებით 1915 წლის დოკუმენტური ფილმი“

704670
„სომხური დოკუმენტებით 1915 წლის დოკუმენტური ფილმი“

„სომხური დოკუმენტებით 1915 წლის დოკუმენტური ფილმი“, სომხური დიასპორის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ ნაჩვენები ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმეტია. სომხური ბრალდებების, სომხეთის და სხვა მრავალი უცხო ქვეყნის არქივებიდან ამოღებული ინფორმაციით მომზადებული „სომხური დოკუმენტებით 1915 წლის დოკუმენტური ფილმი“, აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში იქნა ნაჩვენები.  ფილმის ჩვენების შემდეგ რეჟისორმა სერქან ქოჩმა სალონში მყოფებს კონფერენცია ჩაუტარა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფილმი სომხური ბრალდებების 100 წლისთავთან დაკავშირებით მოამზადეს. „1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ოსმალეთის, აშშ-ს, რუსეთის, ინგლისის და საფრანგეთის არქივები ყველასათვის ღიაა, მაგრამ რატომღაც ამ საკითხთან დაკავშრებით სომხეთის არქივებში კვლევის ჩატარება აკრძალულია,“ აღნიშნა ქოჩმა. მან ასევე დასძინა, რომ სომხეთის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით აკრძალული დოკუმენტები მათ რუსეთის არქივებში მოიპოვეს. „სინამდვილეში ეს საკითხი ისტორიკოსებს, რომ გადაეცეს, ძალიანი სწრაფად აიხსნება, მაგრამ სამწუხარო  ისაა, რომ იმ დროის მოვლენებს დღეისათვის თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით იყენებენ,“ განაცხადა სერქან ქოჩმა. მისივე თქმით აღნიშნული დოკუმენტური ფილმის ჩვენება აპრილის თვეში ამერიკისა და კანადის სხვადასხვა ქალაქებში მოხდება.



მსგავსი ინფორმაციები