ჯო ბაიდენის აზრით სიონისტობისათვის ებრაელობა არ არის საჭირო

მას "Theodor Herzl“-ის სახელობის ჯილდო გადაეცა

609039
ჯო ბაიდენის აზრით სიონისტობისათვის ებრაელობა არ არის საჭირო

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა ნიუ ორკში ჩატარებულ მსოფლიო ებრაელების კონგრესზე და თქვა, რომ იგი არის სიონისტი და ამისათვის არ არის საჭირო ებრაელობა.

იგი შეეხო ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო განვითარებასაც და თქვა: “არ მოველი რაიმე ცვლილებას ისრაელისა და ამერიკის ურთიერთობებში. მაშინაც კი, თუ ასეთი განზრახვა არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს; არც კონგრესი და არც ამერიკელი ხალხი არ დაუშვებს და არც ნებას მისცემს, რომ ასეთი რამ განხორციელდეს“.

ამავე კონგრესზე ჯო ბაიდენს პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებლის, "Theodor Herzl“-ის სახელობის ჯილდო გადაეცა.

თუმცა, ისრაელის წყაროები,  ამერიკასთან  მომავალ ურთიერთობებში ბაიდენივით იმედიანად არ არიან განწყობილნი.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში ექსპერტების მხრიდან ტრამპის შესაძლო ახლო აღმოსავლური პოლიტიკის შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერია: “ტრამპის მხრიდან  საარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებული განცხადებები ნიშანია იმისა, რომ იგი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში თანმიმდევრულ პოლიტიკას არ დაიჭერს"

ისრაელის გაზეთ Haaretz-ის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშითაც ისრაელ-პალესტინის პრობლემა არ შედის ტრამპის პრიორიტეტულ საკითხებში.

“ტრამპი ამ საკითხში არ იქნება თანმიმდევრული, რადგან, ერთის მხრივ მხარს უჭერს ებრაელურ ახალშენებს და აშშ-ს საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას, ხოლო მეორეს მხრივ ამბობს, რომ ამ საკითხში ნეიტრალური დარჩება, დაე ისრაელმა და პალესტინამ თვითვე მოაგვარონ ეს პრობლემაო. მოკლედ, ბიზნესმენი ტრამპი ახლო აღმოსავლეთს კარგ საინვესტიციო რეგიონად ვერ ხედავს“, აღნიშნავს ჰაარეცი  



მსგავსი ინფორმაციები