UNICEF-მა სირიელ ბავშვთა მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ბოლო 2 კვირაში სკოლებზე თავდასხმებს 9 ბავშვი ემსხვერპლა

594522
UNICEF-მა სირიელ ბავშვთა მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალმა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა, სირიელ ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ტრაგიკული ციფრები გამოაქვეყნა.

მისი მიხედვით სირიაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში სკოლებსა და სკოლის მიდამოებში განხორციელებული თავდასხმებისგან 9 მოსწავლე დაიღუპა.

UNICEF-ის პრეს წარმომადგენლის ქრისტეფორ ბულიერაჯის თქმით ამ ახალ სასწავლო წელს სკოლაში არ წავიდა 1,7 მილიონი სირიელი ბავშვი, ხოლო 1,3 მილიონამდე სკოლაში მოსიარულე ბავშვს კი სწავლების შეწყვეტისა და სკოლაში სიარულის არ გაგრძელების რისკი აქვთ.

მისივე თქმით 2011 წლიდან, ე.ი. სამოქალაქო ომის დაწყების აქეთ სირიის სკოლებში 4 ათასამდე თავდასხმა მოხდა



მსგავსი ინფორმაციები