"Killing Ed"-ის რეჟისორი FETÖ-ს შესახებ საუბრობს

რეჟისორმა მარკ ჰოლმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წელია FETÖ-ს სკოლებთან დაკავშირებით კვლევებს ატარებს და ამ ორგანიზაციის მიერ თურქეთში მოწყობილმა გადატრიალების მცდელობამ იგი სრულიად არ გააკვირვა

539374
"Killing Ed"-ის რეჟისორი FETÖ-ს შესახებ საუბრობს

რეჟისორმა მარკ ჰოლმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წელია ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) სკოლებთან დაკავშირებით კვლევებს ატარებს და ამ ორგანიზაციის მიერ თურქეთში მოწყობილმა გადატრიალების მცდელობამ იგი სრულიად არ გააკვირვა.

აშშ-ში FETÖ-ს სკოლებთან დაკავშირებით გადაღებული განათლების სფეროში დიდი გამოხმაურების მქონე დოკუმენტურის ფილმის "Killing Ed"-ის რეჟისორმა ჰოლმა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა: „ფეტულა გიულენისა და მისი მომხრეების მიერ ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა. ფილმის "Killing Ed"-ისათვის 5 წელი გიულენის მოძრაობის გამოკვლევის შემდეგ მთავრობის ჩამოგდების მცდელობამ სულაც არ გამაკვირვა. აშშ-ში მან გამხრწნელი და დამასუსტებელი გავლენა იქონია.“

რეჟისორის განცხადებით, FETÖ-მ აშშ-ში ზოგიერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და მეცნიერი გავლენის ქვეშ მოაქცია და დაამატა: „აშშ-ში ყოველ წლიურად 150 სკოლის სამართავად 500 მილიონი დოლარის ფეტულა გიულენის მიმდევრებისათვის მიცემამ ჩემი დაინტერესება გამოიწვია.“

მარკ ჰოლმა ამერიკელ უფლებამოსილებს მიმართა: „ახლა ვკითხულობ. ჩვენი გადასახადები დაიხარჯა თუ არა გიულენის მიერ თურქეთში ძალადობრივი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში?“

ჰოლმა გამოთქვა იმედი, რომ FETÖ-ს ლიდერს გიულენს თურქეთს გადასცემენ.  



მსგავსი ინფორმაციები