დემოკრატიის მორიგეობა

ერდოღანის მოწოდებით, პირველივე დღიდან, მოედნებზე გამოსული მოქალაქეები, თურქეთის 81 ქალაქში განაგრძობენ დემოკრატიის მორიგეობას

533311
დემოკრატიის მორიგეობა

ტერ-ორგანიზაციის ფეტოელების (FETÖ) სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ, პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის მოწოდებით, პირველივე დღიდან, მოედნებზე გამოსული მოქალაქეები, თურქეთის 81 ქალაქში განაგრძობენ დემოკრატიის მორიგეობას.

ანკარაში, დემოკრატიიული მორიგეობა ღამის საათებში ხელახლა დაიწყო. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ათასობით ადამიანი, ხელში თურქული დროშებით, კიზილაის მოედნებს მიაწყდა.

ბეშთეფეში, პრეზიდენტის კომპლექსის გარშემო, ღამის საათებში, გაიზარდა მორიგე მოქალაქეების რაოდენობა.  ნამაზის ლოცვას ატარებენ იქვე მეჩეთში და ლოცულობენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, დემოკრატიის გზაზე დაღუპული მოქალაქეების სულის მოსახსენიებლად.

დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფი მოქალაქეები მორიგეობას განაგრძობენ  სტამბოლში. თაქსიმის მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანთა რიგებს შეუერთდნენ ხელოვანები და რადიოს პერსონალები.

ქისიკლიში, პრეზიდენტის სახლის წინ, მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს დემოკრატიას და დაგმეს მუხანათური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სარაჩჰანეს დემოკრატიულ მორიგეობას შეუერთდა სტამბოლის მუნიციპალიტეტის თავჯდომარე ქადირ თოფბაშიც.



მსგავსი ინფორმაციები