23 აპრილი
მთელი დღის განმავლობაში, დედაქალაქ ანკარაში, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ჩატარდა პირველი ოფიციალური ცერემონიალიც
დღეს 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღეა. მთელი დღის განმავლობაში, დედაქალაქ ანკარაში, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ჩატარდა პირველი ოფიციალური ცერემონიალიც. განათლების მინისტრთან ერთად ბავშვებმა ყვავილები დააწყვეს ათათურქის მავზოლეუმზე. მავზოლეუმის სპეციალურ რვეულში ჩანაწერი გააკეთა განათლების მინისტრმა და იგი წააკითხა ერთ-ერთ ბავშვს. აი რა ეწერა მასში:-„თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეთ 96 წლის წინ, უფრო ძლიერი სახით მიიწევს წინ. პირობას ვდებთ, რომ ყველა სფეროში, თანამედროვე ცივილიზაციების დონეზე ასასვლელად ყველანაირ მცდელობას გამოვიჩენთ. ნათელი ედგეს შენს სულს. მეორე პირი, რომელმაც ანითკაბირი მოინახულა გახლდათ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი და მისი თანმხლები პირები. ცერემონიას შეუერთდნენ პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლი, ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი და მინისტრთა საბჭოს წევრები. მეჯლისის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა ყვავილები დააწყო ათათურქის მემორიალზე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას. გახმოვანდა ეროვნული ჰიმნი. სამახსოვრო რვეულში ჩაწერა შემდეგი სიტყვები:-„არ იქნებიან დავიწყებულნი დამოუკიდებლობის მოპოვებაში თავიანთი წვლილის შემტანი პირები. დანატოვარ მემკვიდრეობას, გაძლიერებით შევუნარჩუნებთ სიცოცხლეს“. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ანითკაბირის მავზოლეუმი გადაეცა მის რეალურ მფლობელებს ბავშვებს. ცერემონიალი გაიმართა, პირველი მეჯლისის შენობაში, რომელმაც 96 წლის წინ დაიწყო ისტორიული მოვალეობის შესრულება. მეჯლისის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა, აღნიშნა, რომ დღესაც უნდა აცოცხლონ პირველი მეჯლისის მიზნები. გაავრცელა ერთობის და თანასწორობის მესიჯი. საჭიროდ სცნო ეროვნული ჰეგემონობის და დამოუკიდებლობის დაცვა. განათლების სამინისტროში მიღება გადაბარების ცერემონიის შემდეგ, ბავშვები მიუსხდნენ უფლებამოსილების სავარძლებს. შემდეგ, გადავიდნენ ჩანქაიას რეზიდენციაში. ერთ-ერთი მათგანი გახდა პრემიერ მინისტრი. აჰმედ დავუთოღლი შეუერთდა ბავშვებისგან შემდგარ მინისტრთა კაბინეტის საბჭოს სხდომას. შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბავშვები მიიღო პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა. ერთ-ერთმა ბავშვმა გადაიბარა პრეზიდენტის მოვალეობა. ბავშვები, მოინახულებენ თურქეთის ეროვნული მეჯლისის თავჯდომარესაც.