11 დეკემბერი ისტორიაში

11 დეკემბერი ისტორიაში

1543249
11 დეკემბერი ისტორიაში

 

1936 წლის 11 დეკემბერს ინგლისის მეფემ ედუარდ მერვემ, უარი თქვა ტახტზე რათა გაეგრძელებინა ურთიერთობა უოლის სიმფსონთან. ამ გადაწყვეტილებამდე სამი თვით ადრე ბრიტანეთის მონარქი მეფე ედუარდ მერვე თურქეთს ეწვია და მას პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა უმასპინძლა.

 

 

1987 წლის 11 დეკემბერს თეატრისა და კინოს ცნობილი თურქი მსახიობი ადილე ნაშითი სტამბოლში გარდაიცვალა.

 

 

1994 წლის 11 დეკემბერს ჩეჩნეთის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ რუსეთის არმიამ მოქმედება დაიწყო. ასობით ტანკის დახმარებით რუსებმა ქალაქებში შეჭრა დაიწყეს, მაგრამ ჩეჩნებმა პარტიზანული ომით რუსული ძალები შეაჩერეს. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი 1996 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ჰასავ-იურტის ხელშეკრულებით დასრულდა.

 

 

1999 წლის 11 დეკემბერს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტზე თურქეთს წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ჰელსინკის სამიტის ბოლო დღეს პრემიერ-მინისტრმა ბულენთ ეჯევითმა ევროკავშირის ლიდერებთან ერთად „ოჯახური ფოტო“ გადაიღო.

 

 


საკვანძო სიტყვები: #11 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები