თურქეთის თაფლის ექსპორტიდან 2 თვის შემოსავალმა 5,1 მილიონი დოლარი შეადგინა

თურქეთის თაფლის ექსპორტიდან 2 თვის შემოსავალმა 5,1 მილიონი დოლარი შეადგინა

2114447
თურქეთის თაფლის ექსპორტიდან 2 თვის შემოსავალმა 5,1 მილიონი დოლარი შეადგინა

თურქეთის თაფლის ექსპორტიდან 2 თვის შემოსავალმა 5,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ საფეტ ქალიონჯუმ განაცხადა, რომ წლის პირველ 2 თვეში თაფლი თურქეთიდან 29 ქვეყანაში გავიდა.

მისი თქმით, თაფლის ექსპორტმა იანვარ-თებერვალში 1256 ტონას მიაღწია და ამ ექსპორტიდან 5 მილიონ 179 ათას 996 დოლარის შემოსავალი იქნა მიღებული.

ქალიონჯუმ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი თაფლი ექსპორტზე ამერიკის შეერთებული შტატებში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში გაიგზავნა.

„ჩვენი თაფლის ექსპორტში პირველ ადგილზე აშშ იყო 1 მილიონ 944 ათას 149 დოლარით. აშშ-ს მოჰყვება გერმანია 1 მილიონ 73 ათას 904 დოლარით და დიდი ბრიტანეთი 265 ათას 531 დოლარით. გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით თაფლი ექსპორტზე ასევე გაიგზავნა აზერბაიჯანში, კანადაში, ომანში, მალაიზიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საფრანგეთში, ვენესუელაში, შვეიცარიასა და ლიბანში“.  - განაცხადა ქალიონჯუმ.


საკვანძო სიტყვები: #ექსპორტი , #თაფლი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები