თურქეთმა 2003 წლიდან მოყოლებული 262 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

თურქეთმა 2003 წლიდან მოყოლებული 262 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

2111707
თურქეთმა 2003 წლიდან მოყოლებული 262 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა ბურაქ დაღლიოღლუმ განაცხადა: „თურქეთი არის ქვეყანა, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული 262 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა“.

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის (YASED) მიერ ორგანიზებულ რიგით 43-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დაღლიოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი 2003 წელს საშუალო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის იყო ერთ სულ მოსახლეზე 3 ათასი დოლარი ეროვნული შემოსავალით და დაამატა: „ახლა ის ერთ სულ მოსახლეზე 13 დოლარის ეროვნული შემოსავლით არის საშუალო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. თურქეთს იმ დროს მსოფლიო ვაჭრობაში 0.005%-ზე ოდნავ მეტი წილი ჰქონდა, ახლა მან 1,1 პროცენტზე მეტი ექსპორტის წილით რეალური პირობებით გაზარდა თავისი წილი“.

დაღლიოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი ასევე არის ქვეყანა, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული 262 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.


საკვანძო სიტყვები: #ინვესტიცია , #ეკონომიკა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები