თურქული ორაგულის ექსპორტი გაიზარდა

თურქული ორაგულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა

2111205
თურქული ორაგულის ექსპორტი გაიზარდა

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან თურქული ორაგულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი იანვარ-თებერვალში 24 პროცენტით გაიზარდა და 19 მილიონ 45 ათას 787 დოლარს მიაღწია.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აჰმედ ჰამდი გურდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონიდან 11 ქვეყანაში 3 ათას 778 ტონა თურქული ორაგული იქნა ექსპორტირებული.

გურდოღანის თქმით, ამ ექსპორტიდან 19 მილიონ 45 ათას 787 დოლარის შემოსავალი იქნა მიღებული და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი რაოდენობრივად 74 პროცენტით, ხოლო ღირებულებით 24 პროცენტით გაიზარდა.

მან ასევე განაცხადა: „მიმდინარე წლის 2 თვეში თურქული ორაგული ჩვენი რეგიონიდან 11 ქვეყანაში გაიყიდა. პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა საექსპორტო წილით 11 მილიონ 41 ათას 202 დოლარი. მას მოჰყვება ვიეტნამი 5 მილიონ 201 ათას 837 დოლარით და იაპონია 2 მილიონ 51 ათას 191 დოლარით“.

გურდოღანმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტი ასევე განხორციელდა ბელარუსში, კანადაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოში, გერმანიაში, ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაილანდში.



მსგავსი ინფორმაციები