თურქეთის ეკონომიკა გასულ წელს 4,5 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა გასულ წელს 4,5 პროცენტით გაიზარდა

2109170
თურქეთის ეკონომიკა გასულ წელს 4,5 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა გასულ წელს 4,5 პროცენტით გაიზარდა.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის შედეგები, რომელიც გამოითვლება წარმოების მეთოდით.

მის მიხედვით, თურქეთის ეკონომიკა გასულ წელს 4,5 პროცენტით, ხოლო 2023 წლის ბოლო კვარტალში 4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ფასებში მშპ 2023 წელს წინა წელთან შედარებით 75 პროცენტით გაიზარდა და 26 ტრილიონ 276 მილიარდ 307 მილიონ ლირას მიაღწია.

მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე 307 ათას 952 ლირაა (13 ათას 110 დოლარი).

ამრიგად, თურქეთის ეკონომიკა ზედიზედ 14 კვარტალში გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #ეკონომიკა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები