თურქული ჩაის ექსპორტიდან შემოსავალმა 23 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თურქული ჩაის ექსპორტიდან შემოსავალმა წლის პირველ 11 თვეში 23,6 მილიონ დოლარს გადააჭარბა

2075743
თურქული ჩაის ექსპორტიდან შემოსავალმა 23 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თურქული ჩაის ექსპორტიდან შემოსავალმა წლის პირველ 11 თვეში 23,6 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აჰმედ ჰამდი გურდოღანმა განაცხადა, რომ ჩაი თურქეთიდან 117 ქვეყანაში, ავტონომიურ და თავისუფალ ზონაში გაიყიდა.

გურდოღანის თქმით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საზღვარგარეთ 4 ათას 995 ტონა ჩაი გაიყიდა, მისგან მიღებული შემოსავალი 23 მილიონ 603 ათას 945 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე გავიდან 5 ათას 701 ტონა ჩაი და მიღებულმა შემოსავალმა 19 მილიონ 994 ათას 569 დოლარი შეადგინა. ამგვარად, საზღვარგარეთ გაყიდვები 18 პროცენტით გაიზარდა.

გურდოღანმა განაცხადა, რომ ბელგია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები იყო სამი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჩაის ექსპორტი მოხდა. ამ პერიოდში ბელგიაში 8 მილიონ 166 ათას 703 დოლარის, დიდ ბრიტანეთში 2 მილიონ 973 ათას 980 დოლარის და აშშ-ში 2 მილიონ 509 ათას 532 დოლარის ჩაი გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #ექსპორტი , #თურქული ჩაი

მსგავსი ინფორმაციები