აშშ-ის კონგრესმა რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესმა რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

2062506
აშშ-ის კონგრესმა რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს რუსეთისთვის ჩამორთმეული ქონების ერთი ნაწილის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის“ შექმნას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციით რუსული ფონდების უკრაინისთვის გადაცემას.

კანონპროექტის მიხედვით, რუსეთის აქტივებზე ბლოკადის მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსკოვი კომპენსაციას გადაიხდის და სამხედრო შენაერთებს უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანს. რამოდენიმე ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ ჩამორთმეული რუსული სახსრების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლო სამართლებრივ დასაბუთებას.

სექტემბრის დასაწყისში ბლინკენმა გამოაცხადა, რომ კიევს გადაეცემა რუსი ბიზნესმენების კუთვნილი 5,4 მილიონი დოლარი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ჩამორთმეული აქტივების ჯამური მოცულობა 280 მილიარდ დოლარს აღწევს.

კრემლს სურს, რომ რუსეთის აქტივებზე ბლოკადა მოიხსნას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #კონგრესი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები