თაფლის ექსპორტმა იანვარ-სექტემბრის პერიოდში 7 ათას 137 ტონა შეადგინა

თაფლის ექსპორტმა იანვარ-სექტემბრის პერიოდში 7 ათას 137 ტონა შეადგინა

2056668
თაფლის ექსპორტმა იანვარ-სექტემბრის პერიოდში 7 ათას 137 ტონა შეადგინა

თურქეთიდან თაფლის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 52 ქვეყანაში განხორციელდა და 23 მილიონ 393 ათას 402 დოლარის მოგება მოიტანა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,   მიმდინარე წლის 9 თვეში 52 ქვეყანაში, 7 ათას 137 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა.

ამ ხნის განმავლობაში თაფლის ექსპორტმა 23 მილიონ 393 ათას 402 დოლარს მიაღწია.

ყველაზე მეტი ექსპორტი აშშ-ში, ისრაელსა და გერმანიაში განხორციელდა.

მეორეს მხრივ, წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, თაფლის ექსპორტი ხორვატიაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ალბანეთში, ისლანდიაში, შვედეთში, სირიაში, უზბეკეთსა და კამერუნშიც განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #ექსპორტი , #თაფლი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები