შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ აშშ-ს განცხადება

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ აშშ-ს განცხადება

1977769
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ აშშ-ს განცხადება

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა, განაცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან რუსეთის მცდელობით დაბლოკოს შავი ზღვის მარცვლეულის საინიციატივო შეთანხმების ფარგლებში მოქმედებები.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის და სურსათზე ფასების სტაბილიზაციისთვის. ინიციატივამ 9 თვეში გლობალურ ბაზარზე 28 მილიონი ტონა საკვები გაიტანა“. - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.

პატელმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის ძალისხმევას, გააფართოვონ ინიციატივის ფარგლები და სიცოცხლის გადარჩენის ინიციატივა.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ რუსეთის ქმედებებით, რომ ხელი შეეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ოპერაციებისთვის. რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ სტამბოლის ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში ხელი შეუშალა უკრაინის პორტებში შესვლის მსურველ გემებს. ახლა რუსეთის წარმომადგენლები საფრთხეს უქმნიან ინიციატივაში მონაწილე პირთა უსაფრთხოებას სავაჭრო გემების წინააღმდეგ მუქარით“. - აღნიშნა პატელმა.

მისივე თქმით, რუსეთი აფერხებს ოპერაციებს, აჭიანურებს გადაზიდვებს, ზღუდავს მიწოდებას და ინარჩუნებს მაღალ ფასებს სურსათის იმპორტიორი ქვეყნებისთვის, და ეს ზიანს აყენებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც ნათლად არის ნათქვამი G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები