დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა

1974088
დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაწესდეს ფართომასშტაბიანი სანქციები იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც შუამავლობენ სანქციების სიაში მყოფი მდიდარი რუსებისთვის.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი პირი, დემეტრეს იოანიდესი და ქრისტოდულოს ვასილიადესი შუამავლები იყვნენ სანქციების სიაში მოხვედრილი რუსი ოლიგარქების, რომან აბრამოვიჩისა და ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დიდ ბრიტანეთში რუსი მდიდრების კუთვნილი 18 მილიარდი ფუნტი სტერლინგის აქტივები გაიყინა და ოლიგარქები ცდილობენ თავიანთი აქტივები გადაიტანონ ოფშორულ ანგარიშებზე და „მოჩვენებით“ კომპანიებში ფინანსური შუამავლების მეშვეობით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ იოანიდესის შუამავლობით, რომელსაც სამოგზაურო და ფინანსური სანქციები დაუწესდა, რუსი ალიშერ უსმანოვის 760 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების აქტივები იქნა გატანილი საზღვარგარეთის ანგარიშებზე და კომპანიებში.

აღინიშნა, რომ კვიპროსელი ბერძენი ადვოკატი ვასილიადესი, სანქციების სიაში შეყვანილი კიდევ ერთი შუამავალი და მისი იურიდიული ფირმა, უსმანოვის ქვეყნის გარეთა აქტივების ქსელის ცენტრშია მოქცეული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყდა ფინანსური სანქციების დაწესება უსმანოვთან კავშირში მყოფ USM-ს, Curzon Square Limited-ის, Hanley Limited-ის  წინააღმდეგ, ასევე სანქციების სიაში იქნა შეტანილი უსმანოვის კუთვნილი Beechwood House-ს სახელწოდების რეზიდენცია, რომლის ღირებულება 90 მილიონი სტერლინგია.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის სანქციების სიაში მოხვდნენ უსმანოვის პარტნიორი ვლადიმერ სკოჩი და მისი ქალიშვილი ვარვარა სკოჩი და ანდრეი სკოჩი, რომელიც ცნობილია როგორც დუმას უმდიდრესი წევრი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ რუსი საქმოსნები ტატიანა ევტუშენკოვა, ნატალია ევტუშენკოვა, ფელიქს ევტუშენკოვი, გულნარა ქერიმოვა, ნარიმან გაჯიევი და ოქსანა მარჩენკო.



მსგავსი ინფორმაციები