ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვების შემცირება გადაწყვიტა

ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვების შემცირება გადაწყვიტა

1968698
ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვების შემცირება გადაწყვიტა

ზოგიერთმა არაბულმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვების შემცირება გადაწყვიტა

აღინიშნა, რომ საუდის არაბეთმა, ერაყმა, ალჟირმა, ომანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა გადაწყვიტეს მაისიდან შეამცირონ ნავთობის მოპოვება.

ალჟირის ენერგეტიკის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ გადაწყვიტა „ნებაყოფლობით“ შეამციროს ნავთობის ყოველდღიური მოპოვება 48 ათასი ბარელით.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შემცირება, რომელიც ნებაყოფლობით განხორციელდება მაისიდან წლის ბოლომდე OPEC+-ის ქვეყნებთან კოორდინაციით, დაკავშირებულია 2022 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

საუდის არაბეთის ოფიციალურმა სააგენტომ SPA-მ ენერგეტიკის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისიდან წლის ბოლომდე OPEC+-ის ქვეყნებთან კოორდინაციით გადაწყდა ნავთობის ყოველდღიური მოპოვების შემცირება 500 ათასი ბარელით.

ომანის ენერგეტიკის სამინისტრომ „ტვიტერ“-ზე ასევე განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება მაისიდან წლის ბოლომდე შემცირდება დღეში 40 000 ბარელით.

ერაყმა განაცხადა, რომ შეამცირებს 211 000 ბარელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 144 000 ბარელით, ხოლო ქუვეითი 128 ათასი ბარელით.

რუსეთმა ასევე თქვა, რომ შეამცირებს ნავთობის მოპოვებას დღეში 500 000 ბარელით.

ამ გადაწყვეტილებით, OPEC+-ის ქვეყნები მაისიდან წარმოებას დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტით შეამცირებენ.

OPEC+-ის ქვეყნებმა 2022 წლის 5 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს 2022 წლის ნოემბრიდან ნავთობის ყოველდღიური მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შემცირდეს.



მსგავსი ინფორმაციები