იანვრის თვეში თურქეთს ორ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

იანვრის თვეში თურქეთს ორ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

1951204
იანვრის თვეში თურქეთს ორ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

თურქეთში უცხოელი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,51 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიონ 5 ათას 967 შეადგინა.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, 2023 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მონაცემები გააზიარა.

უსაფრთხოების გენერალური დირექტორაციიდან მიღებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარში უცხოელი ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,51 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიონ 5 ათას 967 შეადგინა.

2023 წლის იანვარში თურქეთში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. რუსეთს, ბულგარეთი და გერმანია მოჰყვება.

იანვრის თვეში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი სტამბოლს, ედირნეს და ანტალიას ეწვია.



მსგავსი ინფორმაციები