მალაიზიას დაახლოებით 1 მილიონი უცხოელი მუშახელი სჭირდება

მალაიზიას დაახლოებით 1 მილიონი უცხოელი მუშახელი სჭირდება

1927367
მალაიზიას დაახლოებით 1 მილიონი უცხოელი მუშახელი სჭირდება

მალაიზიას დაახლოებით 1 მილიონი უცხოელი მუშახელი სჭირდება, რათა დააკმაყოფილოს სამუშაო ძალის საჭიროება, რომელიც გაჩნდა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის შემდეგ.

Malaymail-ის ინფორმაციის მიხედვით, დასაქმების სააგენტოების ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყანაში დასაქმების მონაცემების შესახებ.

ასოციაციის პრეზიდენტმა დატუკ ფუ იონგ ჰოიმ აღნიშნა, რომ მალაიზიაში სხვადასხვა სექტორში სამუშაო ძალის საჭიროება კრიტიკულ დონეზეა და აღნიშნა, რომ ქვეყანას დაახლოებით 1 მილიონი უცხოელი მუშა სჭირდება.

მისი თქმით, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, წარმოების და მომსახურების სექტორები იმ სფეროებს შორისაა, რომლებსაც სჭირდებათ მუშახელი და რეგისტრირებული უცხოელი მუშაკების რაოდენობა, რომელიც დაახლოებით 2.2 მილიონი იყო 2020 წელს, კოვიდ-19-ის გამო დაახლოებით 900 ათასამდე შემცირდა.

ჰოიმ განაცხადა, რომ სამშენებლო სექტორს სჭირდება დაახლოებით 300 ათასი, სოფლის მეურნეობის სექტორს 230 ათასი, წარმოების სექტორს 100-დან 200 ათასამდე მუშახელი.

მისივე განცხადებით, ისინი შეხვედრებს ატარებენ მალაიზიის შინაგან საქმეთა მინისტრს დატუკ სერი საიფუდინ ნასუტიონ ისმაილსთან და ზოგიერთ მინისტრთან უცხოელი მუშახელის პრობლემის გადასაჭრელად და რომ მთავრობამ საჭიროა უცხოელი მუშახელისთვის ვიზების გაცემა გაამარტივოს.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა 9 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დროებითი დასაქმების ვიზებით ქვეყანაში 1,4 მილიონი უცხოელი ადამიანი იმყოფება.


საკვანძო სიტყვები: #მუშახელი , #მალაიზია

მსგავსი ინფორმაციები