თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 7,6 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 7,6 პროცენტით გაიზარდა

1874308
თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 7,6 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 7,6 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK), მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6 პროცენტით გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზრდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში დაფიქსირდა.

TÜİK-ის მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა 26,6 პროცენტით გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, მრეწველობაში ზრდა 7,8 პროცენტით დაფიქსირდა.


საკვანძო სიტყვები: #გაიზარდა , #ეკონომიკა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები