უკრაინის ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი გავიდა

უკრაინის ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთის დროით 08:30 საათზე გავიდა

1861899
უკრაინის ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი გავიდა

უკრაინის ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთის დროით 08:30 საათზე გავიდა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის მინისტრებთან და დაკავშირებულ მხარეებთან შეხვედრების და სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ინტენსიური მუშაობის შედეგად შეთანხმდნენ, რომ მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ოდესის პორტიდან 08:30 საათზე გავიდოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმინდით დატვირთული სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი მშრალი ტვირთის გემი „რაზონი“, ლიბანში გაემგზავრება.

„ამ პირველი გემის შემდეგ, რომელიც 2022 წლის 22 ივლისს თურქეთს, რუსეთის ფედერაციას, უკრაინასა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის „მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უკრაინის პორტებიდან უსაფრთხო გადაზიდვის“ ფარგლებში მოხდება, დაგეგმილია სხვა გემების გამგზავრება განსაზღვრული დერეფნებისა და პროცედურების ფარგლებში“. - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს სხვა განცხადებაში კი აღნიშნულია: "გემი სახელად „რაზონი“ გაემგზავრა ოდესიდან ლიბანის ტრიპოლის პორტში შესასვლელად. გემი სავარაუდოდ 2 აგვისტოს სტამბოლში იქნება. იგი გააგრძელებს სვლას დანიშნულების პორტისკენ სტამბოლში ჩასატარებული შემოწმების შემდეგ."



მსგავსი ინფორმაციები