ამერიკული და ევროპული ნავთობკომპანიები ვენესუელაში მუშაობას განაახლებს

ამერიკული და ევროპული ნავთობკომპანიები ვენესუელაში მუშაობას განაახლებს

1829033
ამერიკული და ევროპული ნავთობკომპანიები ვენესუელაში მუშაობას განაახლებს

ამერიკული და ევროპული ნავთობკომპანიები ვენესუელაში მუშაობას განაახლებს.

ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა Twitter-ით განაცხადა.

„ვენესუელის ბოლივარიულმა მთავრობამ დაადასტურა და დაამტკიცა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპულ და ამერიკულ ნავთობკომპანიებს ვენესუელაში ოპერაციების მოლაპარაკების და განახლების უფლებამოსილება მისცა“. - განაცხადა როდრიგესმა

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულიად მოხსნისთვის და დაამატა: "მსოფლიომ იცის, რომ ვენესუელამ გადადგა პირველი ნაბიჯები ეკონომიკური აღდგენისკენ საკუთარი ძალისხმევით და დაძლია არალეგიტიმური სანქციები და არაადამიანური ბლოკადა მისი დაგმობით. ჩვენი ხალხი ამაყად ადევნებს თვალს ჩვენს ბოლოდროინდელ მუშაობას და მიღწევებს."

დელსი როდრიგესმა აღნიშნა, რომ ვენესუელა არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ქვეყანა და რომ ისინი ძალისხმევას გამოიჩენენ დიალოგის წახალისებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები