არაბთა გაერთიანებული საემიროები მხარს უჭერს ნავთობის წარმოების ზრდას

იგი წაახალისებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას განიხილოს წარმოების უფრო მაღალი დონე

1792909
არაბთა გაერთიანებული საემიროები მხარს უჭერს ნავთობის წარმოების ზრდას

არაბთა გაერთიანებული საემიროების (UAE) ელჩმა ვაშინგტონში, იუსეფ ალ-ოტაიბამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ნავთობის წარმოების ზრდას და წაახალისებენ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) განიხილოს წარმოების უფრო მაღალი დონე.

წერილობით განცხადებაში იუსეფ ალ-ოტაიბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების აზრით, სტაბილურობა ენერგეტიკულ ბაზრებზე კრიტიკული მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმოების ზრდას და წავახალისებთ OPEC-ს, განიხილოს წარმოების უფრო მაღალი დონე." - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები მოუწოდებს OPEC+ ჯგუფს, რომელიც შედგება OPEC-ის წევრი და არაწევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისგან, გაზარდოს წარმოება, ნავთობის ფასი ბარელზე 13 პროცენტით 110 დოლარამდე შემცირდა.



მსგავსი ინფორმაციები