როდის გაიხსნება დახურული ნავთობის საბადოები ლიბიაში?

როდის გაიხსნება დახურული ნავთობის საბადოები ლიბიაში?

1760873
როდის გაიხსნება დახურული ნავთობის საბადოები ლიბიაში?

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ განკარგულება გასცა, რაც შეიძლება მალე გახსნან ქვეყნის სამხრეთით მდებარე ნავთობის საბადოები, რომლებიც დაკეტილი იყო დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, ნავთობის ობიექტების გვარდიის მიერ. მთავრობის კომუნიკაციების ოფისიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დიბეიბემ, ნავთობის ობიექტების გვარდიის წევრებს შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა რა, მათ დაკეტილი საბადოების რაც შეიძლევა მალე გახსნის განკარგულება გასცა და განუცხადა, რომ შეიქმნა კომისია იმ სირთულეების გადასალახად, რომლებსაც აწყდებიან დაცვის თანამშრომლები.

ცნობისათვის, მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ნავთობკომპანიების დაცვის თანამშრომლებმა გასული წლის 20 დეკემბერს განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი თხოვნები არ დაკმაყოფილდება, შარარას, ალ-ფილის, ვეფას და ჰამადის ნავთობის საბადოებზე სამუშაოები შეჩერდება.

ლიბიის ნავთობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში, სადაც 2021 წელს საშუალოდ 1 მილიონ 300 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იწარმოებოდა, ზემოთ აღნიშნული საბადოების დახურვის გამო წარმოების რაოდენობა დღეში 730 ათას ბარელამდე შემცირდა.



მსგავსი ინფორმაციები