ერდოღანი: „ჩვენი მიზანია ვიყოთ 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის“

ერდოღანი: „ჩვენი მიზანია ვიყოთ 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის“

1752280
ერდოღანი: „ჩვენი მიზანია ვიყოთ 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი მიზანია, თურქეთი მსოფლიოს 10 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის მოხვდეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო ოფისში ეკონომისტებთან და აკადემიკოსებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  თურქეთმა პირველად განიცადა განუწყვეტელი განვითარების პროცესი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მათი მთავრობის დროს რა, მათ მოახერხეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სვლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დასრულება. მან კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ვალი, რომელიც 2002 წელს 23,5 მილიარდი დოლარი გახლდათ, 2013 წელს მისი გადახდა დაასრულეს და არანაირი დავალიანება აღარ გააჩნიათ. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს ისიც დასძინა, რომ ეკონომიკის გამოჯანმრთელებასთან ერთად, სავალუტო რეზერვი ცენტრალურ ბანკში 115 მილიარდ დოლარზე მეტია.


საკვანძო სიტყვები: #ეკონომიკა , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები