პრეზიდენტმა ერდოღანმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები სოციალურ ქსელში გააზიარა

პრეზიდენტმა ერდოღანმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები სოციალურ ქსელში გააზიარა

1742327
პრეზიდენტმა ერდოღანმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები სოციალურ ქსელში გააზიარა

პრეზიდენტმა ერდოღანმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები სოციალურ ქსელში გააზიარა.

მან განაცხადა, რომ გუშინ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ნოემბერში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 33,44 პროცენტით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ჩვენმა წლიურმა ექსპორტმა 221 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ, მეტს ვაწარმოებთ და უფრო მეტად გავიზრდებით.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ერდოღანის პოსტი ასევე მოიცავდა ვიზუალურ მასალას საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შესახებ.

მის მიხედვით, ნოემბერში 33,44 პროცენტიანი ზრდით მიღწეული იქნა ყველაზე მაღალი საექსპორტო ღირებულება. ნოემბრის ექსპორტი, რომელიც გასულ წელს 16 მილიარდ 89 მილიონი დოლარი იყო, წელს 21 მილიარდ 468 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 11 თვეში 151 მილიარდ 801 მილიონი დოლარიდან 203 მილიარდ 141 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები