შავ ზღვაში თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-1-ის გამოცდა გრძელდება

შავ ზღვაში თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-1-ის გამოცდა გრძელდება

1736869
შავ ზღვაში თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-1-ის გამოცდა გრძელდება

შავ ზღვაში თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-1-ის გამოცდა დღიური 650 ათასი კუბური მეტრით გრძელდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-2-ის და რეზერვუარი-3-ის  ტესტირება 28 ივლისს წარმატებით დასრულდა. დონმეზმა შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის საქმიანობის შესახებ 21 წამიანი ვიდეო კადრები გააზიარა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „2021 წლის 28 ივლისს, თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-2-ის და რეზერვუარი-3-ის  ტესტირება წარმატებით დასრულდა. 2021 წლის 20 ნოემბერს, თურქალი-2 ჭაბურღილის რეზერვუარი-1-ის ტესტირება  650 ათასი კუბური მეტრი დღიური ნაკადით გრძელდება. ჩვენს მიზანს, 2023 წელს შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვება, გამოყენებასთან დაკავშირებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით.“

მეორეს მხრივ, ანტალიაში გამართული თურქეთის მე-11 ენერგეტიკული სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა დონმეზმა განაცხადა, რომ საქარიას გაზის საბადოსთან დაკავშირებული ყველა საინჟინრო სამუშაოები დაასრულეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქალი-2 , #შავი ზღვა

მსგავსი ინფორმაციები