Moody's: მომავალ წელს თურქეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4,8 პროცენტით გაიზრდება

Moody's: მომავალ წელს თურქეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4,8 პროცენტით გაიზრდება

1732479
Moody's: მომავალ წელს თურქეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4,8 პროცენტით გაიზრდება

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody's-მა განაცხადა, რომ თურქეთში ფისკალური დისციპლინა უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების გამძლეობის შენარჩუნებას.

საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს ანგარიშში სახელწოდებით „განვითარებული ბაზრების პერსპექტივა“ ნათქვამია, რომ მომავალ წელს თურქეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4,8 პროცენტით გაიზრდება.

„თურქეთის ფისკალური წამყვანი და ძლიერი საკრედიტო ზრდა, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ აქტივობას, უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების მდგრადობას.“ - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში, სადაც ასევე შეფასებულია დემოგრაფიული პერსპექტივის შესაძლო გავლენა განვითარებადი ბაზრების ბანკების მაჩვენებლებზე, ნათქვამია: „დაბერებული მუშახელი შეამცირებს ბანკების მომგებიანობას აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. ცენტრალური აზიისა და თურქეთის ბანკები კი უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ახალგაზრდა და მზარდი მოსახლეობის სესხებზე მოთხოვნით.“


საკვანძო სიტყვები: #ეკონომიკა , #თურქეთი , #Moody's

მსგავსი ინფორმაციები