თურქეთს ბუნებრივი აირის დეფიციტი არ დაემუქრება

აზერბაიჯანი მას დამატებით გაზს მიაწვდის

1720227
თურქეთს ბუნებრივი აირის დეფიციტი არ დაემუქრება

 

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან გაფორმდა დამატებით 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლის ბოლომდე.

დონმეზმა, თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამატებითი ბუნებრივი აირის მოპოვებაში და რომ ანკარა წარმატებული ენერგეტიკული დიპლომატიის განხორციელებით, ადვილად გადაიტანს იმ პერიოდს, როდესაც მთელი მსოფლიო სერიოზული მიწოდების კრიზისის პირისპირ აღმოჩნდება. "მოლაპარაკებები ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც სავარაუდოდ ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება, დადებითად მიმდინარეობს. ამ კონტექსტში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის ხაზით 2024 წლის ბოლომდე, აზერბაიჯანი დამატებით მოგვაწვდის 11 მილიარდი კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს“, ხაზს უსვამს თურქი მინისტრი


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები