ევროკავშირმა გადაწყვიტა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ხალი ეკონომიკური სანქციები

ევროკავშირმა გადაწყვიტა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ხალი ეკონომიკური სანქციები

1664767
ევროკავშირმა გადაწყვიტა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ხალი ეკონომიკური სანქციები

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს განიხილონ დამატებითი შემზღუდველი ზომების ვარიანტები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებსაც მოიცავს.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოცხადდა განცხადების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს შეეხება.

ევროსაბჭომ გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ადმინისტრაცია გამოავლენს უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობას და ასევე შეწყვეტს მის ქმედებებს ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის პოზიციის შეცვლისთვის რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებება.

იქვე ხაზგასმითაა აღინიშნული, რომ ევროკავშირის წევრების მიერ მკაცრი და კოორდინირებული რეაგირება მნიშვნელოვანია რუსეთის ”მავნე, უკანონო და დამანგრეველი” ქმედებების მიმართ და რომ ევროკავშირმა თავის პარტნიორებთან კოორდინაციით სრულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები.

”ამ მიზნით ევროსაბჭო იწვევს ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში რათა წარუდგინონ დამატებითი შემზღუდველი ზომების ვარიანტები, რომლებიც ეკონომიკური სანქციებსაც შეიცავს.“-აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ღიაა რუსეთთან ”შერჩევითი ურთიერთობის“ დამყარებისათვის იმ სფეროებში, სადაც მას აქვს ინტერესები, განსაკუთრებით კლიმატის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და ირანის ბირთული შეთანხმების, სირიის, ლიბიის მსგავს საერთაშორისო საკითხებში ევროკომისიისა და ევრიკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდეს შექმნას კონკრეტული ვარიანტები.

”ევროსაბჭო შეისწავლის ამ კონტექსტში რუსეთთან დიალოგის პირობებსა და ფორმებს” - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რუსეთში ადამიანის მთავარი უფლებების შეზღუდვა და არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შევიწროება.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები