ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

1613034
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

რუსული ბუნებრივი აირის ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაზე მიწოდების,   „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის 95% დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაიას, კომპანია,  Nord Stream 2-ი ავრცელებს. მათი განცხადებით, პროექტის საზღვაო მონაკვეთის მხოლოდ 121 კილომეტრიანი ნაწილი დარჩა დასასრულებელი.

პროექტი, რომლის მშენებლობასაც  ამერიკის  შეერთებული შტატები, უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან,  მასში ჩართული აისეთი კომპანიები, როგორებიც არიან გაზპრომი, Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall.

ცნობისათვის,  ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი დასრულების შემთხვევაში წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაზე მიწოდება იგეგმება.


საკვანძო სიტყვები: #ჩრდილოეთ ნაკადი 2

მსგავსი ინფორმაციები