ეპიდემიამ ყველაზე მეტად იტალიის ეკონომიკა დააზარალა

სიღარიბემ ბოლო 15 წლის ყველაზე უმაღლეს დონეს მიაღწია

1595547
ეპიდემიამ ყველაზე მეტად იტალიის ეკონომიკა დააზარალა

იტალიაში სიღარიბემ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კოვიდ-19 ეპიდემიისგან, ბოლო 15 წლის ყველაზე უმაღლეს დონეს მიაღწია. იტალიის სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა (ISTAT), 2020 წლის სიღარიბის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ კვლევის თანახმად, 5,6 მილიონი იტალიელი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 9,9 პროცენტს შეადგენს, "აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს" ქვემოთ ცხოვრობს. ასე რომ ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობამ 2005 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს 2020 წელს მიაღწია. ISTAT-ის თანახმადვე, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახების წილი 2019 წლის 6.4 პროცენტიდან 2020 წელს 7.7 პროცენტამდე გაიზარდა. ISTAT–ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოვიდ–19–ის ეპიდემიამ გაცილებით მეტი სიღარიბე გამოიწვია იტალიაში, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა



მსგავსი ინფორმაციები