ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ჩატარდება

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ჩატარდება

1595038
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ჩატარდება

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-14 სამიტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით დღეს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამეტში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიტს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობების მეთაურები, დამკვირვებელი ქვეყნის სატატუსით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი და თურქული საბჭოსა და ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივნები დაესწრებიან.

განცხადებაში ნათქვამია: „კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის თემით გასამართ სამიტზე, გლობალური წარმოების ცენტრებს შორის ხიდის როლის შემსრულებელ, მომარაგების ჯაჭვის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან, ეკონომიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის შესახებ მოხდება აზრთა გაცვლა.“

ამასთანავე სამიტზე განიხილავენ ეპიდემიასთან ბრძოლაში და ეპიდემიის შემდგომ პერიოდში ორგანიზაციის ბაზაზე გადასადგმელი ნებიჯების კოორდინირებით ეკონომიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების საკითხს.



მსგავსი ინფორმაციები