თურქეთს ეკონომიკა 2020 წელს 1.8%-ით გაიზარდა

თურქეთს ეკონომიკა 2020 წელს 1.8%-ით გაიზარდა

1592624
თურქეთს ეკონომიკა 2020 წელს 1.8%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა გასული  წლის მეოთხე კვარტალში  5.9 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TUIK), გასული წლის მეოთხე კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტით გაიზარდა. ამავე მონაცემებით,  გასული (2020) წლის ეკონომიკა მთლიანობაში 1.8%-ით გაიზარდა.

მეორეს მხრივ, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ლუთფი ელვანის განცხადებით, თურქეთი გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის მიუხედავად 2020 წელი ზრდით დამხურავი ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა.



მსგავსი ინფორმაციები