თურქეთი 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

თურქეთი 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

1567675
თურქეთი 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

გასულ წელს თურქეთი 1 მილიარდ 597 მილიონ 545 ათასი დოლარით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი 1 მილიარდ 328 მილიონ 243 ათასი დოლარით მეორე, ხოლო  ჩინეთი 1 მილიარდ 185 მილიონ 17 ათასი დოლარით მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.

ამავე ინფორმაციით, გასულ წელს 1 მილიარდ 407 მილიონ 975 ათას 400 დოლარის ღირებულების ანუ ყველაზე მეტი იმპორტი საქართველოში თურქეთიდან განხორციელდა. გასულ წელს საქართველომ, ჩინეთს 476 მილიონ 269 ათას 900 დოლარის ღირებულების პროდუქტი მიჰყიდა.

ასე, რომ გასულ წელს საქართველომ ყველაზე მეტი იმპორტი თურქეთიდან, ხოლო ყველაზე მეტი ექსპორტი ჩინეთში განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები