თურქეთში ოქროს წარმოებამ 2020 წლის ბოლოს რეკორდულ 42 ტონას მიაღწია

თურქეთში, ოქროს წარმოებამ 2020 წლის ბოლოს რეკორდულ მაჩვენებელს, 42 ტონას მიაღწია

1559417
თურქეთში ოქროს წარმოებამ 2020 წლის ბოლოს რეკორდულ 42 ტონას მიაღწია

თურქეთში, ოქროს წარმოებამ 2020 წლის ბოლოს (1923 წლიდან თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე) რეკორდულ მაჩვენებელს, 42 ტონას მიაღწია.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა, ოქროს მომპოვებელთა ასოციაციის წარმომადგენლების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გასული წელი ენერგეტიკისა და სამთო სექტორის მხრივ წარმატებით დასრულდა.

დონმეზის თქმით, თურქეთში ოქროს წარმოება 2001 წელს 1,4 ტონით დაიწყო, 20 წლის განმავლობაში სულ 382 ტონა ოქრო იქნა წარმოებული და ამ წარმოებით სახელმწიფოს მოგება 76 ტონა ოქროს ექვივალენტი გადასახადია.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში ადგილობრივი და უცხოური სულ 18 ოქროს მაღარო ფუნქციონირებს და დაამატა: "20 ახალი ოქროს მაღაროს პროექტი ინვესტიციებისთვის დღეებს ითვლის. იმედია, ამ პროექტების ამოქმედებით ოქროს წარმოებას 100 ტონამდე გავზრდით."

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წლის დასაწყისში მიზნად ისახავდნე 40-45 ტონა ოქროს წარმოებას.

”ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის მიუხედავად, წლის ბოლოს ჩვენმა ოქროს წარმოებამ რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და 42 ტონას მიაღწია. ამრიგად, ჩვენ 2.4 მილიარდი დოლარი შევიტანეთ ჩვენს ეკონომიკაში.”- განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.

 


საკვანძო სიტყვები: #ოქროს წარმოება , #ოქრო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები