“რკინის აბრეშუმის გზა“ ლონდონს, სტამბოლს და პეკინს აახლოებს

სტამბოლიდან დაძრული სატვირთო მატარებელი ჩინეთში მიდის

1540760
“რკინის აბრეშუმის გზა“ ლონდონს, სტამბოლს და პეკინს აახლოებს

გუშინწინ სტამბოლიდან გამოსულმა პირველმა საექსპორტო სატვირთო მატარებელმა, რომელიც თურქეთიდან ჩინეთამდე 8 ათას 693 კილომეტრიან გზას გაივლის და პირველ საექსპორტო პროდქციას ჩაიტანს ამ ქვეყანაში, ანკარაში მოკლე ვადიანი შესვენების შემდეგ, გზა ჩინეთისკენ გააგრძელა. ამ მაგისტრალს სხვანაირად “რკინის აბრეშუმის გზასაც“ უწოდებენ და იგი იქნება უმოკლესი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გზა ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთში რა, ლონდონიდან გამოსული სატვირთო თუ სამგზავრო მატარებელი შეუფერხებლად, ყოველგვარი გადაჯდომის ან გადატირთვის გარეშე ჩავა პეკინში. ეს მატარებელი თურქეთის ტერიტორიაზე 2323 კილომეტრზე მეტ გზას გაივლის და შემდეგ საქართველოში, აქედან კი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით გააგრძელებს გზას ჩინეთისკენ. ბაქოდან ბორანით გაივლის კასპიის ზღვას და შემდეგ თურქმენეთ-უზბეკეთ-ყაზახეთის გავლით ჩინეთში შევა. ამ პირველ საცდელ გზაზე ეს სატვირთო მატარებელი დაახლოებით 12 დღეში, 42 კონტეინერიან ტვირთს, კონკრეტულად კი, 1400 ერთეულ სამაცივრო დანადგარს ჩაიტანს ჩინეთის ქალაქ სიანში, რომელიც ბოლო სადგური იქნება.



მსგავსი ინფორმაციები