ოპეკის ქვეყნებმა გუშინ მორიგი შეხვედრა გამართეს

ნავთობის წარმოების შემცირების შეთანხმება 30 ივნისამდე გააგრძელეს

1430998
ოპეკის ქვეყნებმა გუშინ მორიგი შეხვედრა გამართეს

 ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, OPEC-მა და ოპეკის არა წევრმა ნავთობპროდუქტების მწარმოებელმა ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტეს, დღიური 9,7 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოების შემცირების ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია აპრილში, ივლისის ბოლომდე გააგრძელონ. გუშინ, OPEC + წევრი ჯგუფის მიერ ორგანიზებული 179-ე შეხვედრა, ვიდეო კონფერენციის მეთოდით გაიმართა და ეს გადაწყვეტილება 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთხმად მიიღეს. OPEC–ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, მაისში, კოვიდ-19 გამოწვეული საკარანტინო ზომების შემცირებით, ოპეკის წევრ ქვეყნებში  ეკონომიკური საქმიანობა ოდნავ გაიზარდა და მთელს მსოფლიოში  ნავთობის ბაზარი, დაბალი ფასის მიუხედავად სტაბილიზირებული გახდა. OPEC–ის მომდევნო შეხვედრა, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ხოლო ოპეკი + ქვეყნების შეკრება კი, 1 დეკემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები