ნავთობის მოპოვება რეკორდულად მცირდება

ნავთობის მოპოვება რეკორდულად მცირდება

1396808
ნავთობის მოპოვება რეკორდულად მცირდება

OPEC-ს, რომელშიც 23 ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა გაწევრიანებული  და მის გარდა სხვა ქვეყნებს შორის ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიღწეულ იქნა. გუშინ  საღამოს OPEK + ქვეყნებს შორის ტელეკონფერენციით გამართული გამართულ მოლაპარაკებებზე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 1-ლი მაისიდან 30 ივნისამდე, ნავთობის მოპოვებას დღიურად 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ. შეთანხმების შესახებ განცხადება სოციალური ქსელი მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა. ტრამპის განცხადებაში ნათქვამია: „OPEC + ნავთობის დიდი შეთანხმება მიღწეულია. ეს დაზოგავს ათასობით ენერგეტიკულ სამუშაო ადგილს აშშ-ში. ვულოცავ რუსეთს და საუდის არაბეთს.“ მეორეს მხრივ თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს და საუდის არაბეთის მეფეს ცალკ-ცალკე ტელეფონით ესაუბრა ამ მნიშვნელოვან საკითხში შეთანხმებისათვის მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #შემცირება , #ნავთობის წარმოება , #OPEC +

მსგავსი ინფორმაციები