YEKA-ს ტენდერი დღეს გაიმართება

YEKA-ს ტენდერი დღეს გაიმართება

782966
YEKA-ს ტენდერი დღეს გაიმართება

დღეს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში,  ქარის ენერგიის განახლებადი ენერგო რესურსების სფეროებისათვის (YEKA) ღია ღირებულების შემცირების ტენდერი გაიმართება. ტენდერში მონაწილეობას,  ამ სფეროში ყველაზე წარმატებული მსოფლიოს 8 კომპანია მიიღებს.  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტენდერში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ფირმებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტი ასვე მნიშვნელოვანია, როგორც თურქეთისთვის ასევე რეგიონის ქვეყნებისთვისაც. ტენდერში  ოთხი გერმანული, ორი ჩინური, ერთი ამერიკული და ერთი დანიური ფირმაა, თურქულ ფირმებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და მასში გამარჯვებულ კომპანიას 65%-ი ადგილობრივი წარმოების ტურბინების დამზადება დაევალება. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება ერთი მილიარდი დოლარია.



მსგავსი ინფორმაციები