უნგრეთი გაზს თურქული ნაკადიდან მიიღებს

ამის შესახებ პუტინმა უნგრეთში ვიზიტის დროს განაცხადა

664579
უნგრეთი გაზს თურქული ნაკადიდან მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უნგრეთს თურქული ნაკადისგან ბუნებრივი აირის მიღება შეეძლება. ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფმა პუტინმა პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის უკრაინის გავლით მიწოდება, მათი პოლიტიკური მიზნის პრიორიტეტი არ ყოფილა. მისივე თქმით უნგრეთს  ბუნებრივი აირის მიღება თურქული ნაკადის მეშვეობითაც შეეძლება. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზსადენის ნაკადი მათთვის უფრო ხელმისაწვდომია. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ თურქული ნაკადის პროექტის ცენტრალურ ევროპაში  მშენებლობაში მათ შანსი მიეცემათ,  სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას.   



მსგავსი ინფორმაციები