მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი დავოსში დაიწყო

თურქულ დელეგაციას შიმშექი ხელმძღვანელობს

654892
მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი დავოსში დაიწყო

თურქეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი მეჰმეტ შიმშექი ხელმძღვანელობს, გუშინ, შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 47-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.

შიმშექი ამ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ რამდენიმე სემინარზე სიტყვით გამოვა.

ფორუმზე მსოფლიო ეკონომიკურ საკითხებთან ერთად დიდ ყურადღებას დაუთმობენ ასევე სირიის და სხვა კრიზისების მოგვარებას, ისაუბრებენ გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე, კაპიტალისტური წყობის რეფორმებზე და  მე-4 სამრეწველო რევოლუციის მზადების საკითხებზე.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერთან ერთად 3 ათასამდე წარმომადგენელი



მსგავსი ინფორმაციები