აზერბაიჯანში გუშინ კიდევ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა

აზერბაიჯანის ტერტერის პროვინციაში სომხეთის არმიის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

1499055
აზერბაიჯანში გუშინ კიდევ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა

აზერბაიჯანის ტერტერის პროვინციაში სომხეთის არმიის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა ძალებმა გუშინ საღამოს ტერტერის პროვინციის დაბა შიჰარჰს არტილერიიდან ცეცხლი გაიხსნეს.

აქვე აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 კი დაიჭრა.

გუშინ დილით სომხეთის არმიის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად ტერტერის ქალაქის ცენტრში ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

გუშინ წინ კი ნაფტალანის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სახლს ჭურვი მოხვდა, რის გამოც ერთი ოჯახიდა 5 ადამიანი, მათ შორის საშუალო სკოლის მოსწავლეები, დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები