გაერომ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ დასრულდეს შეტაკებები

გაერომ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ დასრულდეს შეტაკებები

1498292
გაერომ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ დასრულდეს შეტაკებები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ შეტაკებებში სამოქალაქო პირების დაღუპვის ფაქტი დაგმო და მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დასრულდეს შეტაკებები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, თავისი პრესსპიკერის სტეფან დუჟარიკის საშუალებით გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ იგი უაღრესად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში საკონტაქტო ხაზზე ორ ქვეყანას შორის შეტაკებების განახლების გამო.

გუტიერესმა დაგმო ძალის გამოყენება, შეტაკებებში სამოქალაქო პირების დაღუპვის ფაქტები და მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კონფლიქტი, შეამცირონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ "მნიშვნელოვან" მოლაპარაკებებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გუტიერესი სატელეფონო საუბარს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ მინისტრთან ნიკოლ პაშინიანთან.

ამავდროულად, მსგავსი მოწოდება გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები მთიან ყარაბაღში.



მსგავსი ინფორმაციები