აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

1498290
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

პრეზიდენტმა მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ”საომარი მდგომარეობა” დაიწყება 28 სექტემბერს ადგილობრივი დროით 00:00 და რომ ის ძალაში იქნება დედაქალაქ ბაქოს, განჯას, სუმგაიტის, ევლაჰის, მინგეჩევირის, ნაფტალანის რეგიონებში და აბშერონის, ჯებრაილის, ფუზულის, ბეილექანის, აღდამის, ტერტერის, გოიგოლის, დაშკესენის, გედებეის, ტოვუზის, შემკირის, ქაზახი და აღსტაფას რაიონებში.

"საომარი მდგომარეობის" პერიოდში ადგილობრივი დროით 21.00-06.00 საათებში ქუჩაში გასვლა ნებართვას დაექვემდებარება.

გუშინ დილის საათებში, აზერბაიჯან-სომხეთის ფრონტის ხაზზე, სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებს, რის შემდეგაც შეტაკებები დაიწყო.

აზერბაიჯანის ჯარმა კონტრშეტევა დაიწყო და ზოგიერთი დასახლებული პუნქტი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

მეორეს მხრივ, სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში ”საომარი მდგომარეობა” და ”საერთო მობილიზაცია” გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები