როგორ აფასებს ბერძნული პრესა ერდოღანის განცხადებებს?

როგორ აფასებს ბერძნული პრესა ერდოღანის განცხადებებს?

2136500
როგორ აფასებს ბერძნული პრესა ერდოღანის განცხადებებს?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენი რეგიონის არცერთ ქვეყანასთან არ გვაქვს პრობლემები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელია“.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, ბერძნულ პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

„მე ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს. ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი მეგობრების რაოდენობა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემა, რომელიც რეგიონის ქვეყანასთან ვერ გადავჭრათ. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს კარი, რომლის გახსნაც დიალოგით და მოლაპარაკებებით შეუძლებელი იქნება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოფიციალური ვიზიტით, 13 მაისს ანკარაში ჩავა და დაამატა: „ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობები აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე“.

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მიცოტაკისის ვიზიტის წინ გაცემულ მესიჯს, გაზეთი Kathimerini-ც  გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ მინიშნებაზე, რომ პრეზიდენტი ერდოღანი როგორც აღმოსავლეთთან, ასევე დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, ბერძნულმა საინფორმაციო საიტმა Pentapostagma ასევე ვრცლად გააშუქა ერდოღან-მიცოტაკისის შეხვედრა, 13 მაისს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმდება ახალი შეთანხმებები მათ შორის, არალეგალური მიგრაციის, ენერგეტიკისა და სავიზო საკითხების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები