იმიტომ რომ 19 - 2024

ძნელია ყურადღების კონცენტრირება როცა გვშია

2135951
იმიტომ რომ 19 - 2024

იმიტომ რომ 19 - 2024

ძნელია ყურადღების კონცენტრირება როცა გვშია 

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმ შაბლონზე, რომელსაც ფსიქოლოგიაში ფონი-ფიგურის ურთიერთობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ტექნიკური ტერმინით ჟღერს, ეს ურთიერთობა გამოხატავს ბევრ სიტუაციას, რომელსაც მუდმივად განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვიწყებთ საუბარს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითის არჩევით და ვამბობთ: „ძნელია ყურადღების კონცენტრირება როცა გვშია, იმიტომ რომ“.

ცნება „გეშტალტი“, რაც გერმანულად „ფორმას“ ნიშნავს, თავის სახელს ანიჭებს თეორიას, რომელიც ხსნის აღქმის პროცესებს ფსიქოლოგიაში. გეშტალტის მიდგომის მიხედვით, გარე სამყაროს, ანუ რეალობის ველს აქვს მთლიანობა, რომელიც დამოუკიდებელია ამ ველის შემადგენელი ნაწილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნახსენებია გამონათქვამით "მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი", გეშტალტის თეორია რეალურად არ იცავს ამ შეხედულებას. გეშტალტ ფსიქოლოგებს სურთ ხაზგასმით აღნიშნონ ის, რომ ადამიანის გონება ჯერ აღიქვამს მთლიანს და შემდეგ განასხვავებს ნაწილებს ამ მთლიანში სათითაოდ.

გეშტალტის თეორიას შემოაქვს პრინციპი, რომელსაც ეწოდება ფონი-ფიგურა ან ფიგურა-ფუძის ურთიერთობა ადამიანის აღქმის ასახსნელად. მის მიხედვით, ადამიანები ობიექტებს ფონზე აღიქვამენ. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ ვიზუალური ველის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, აღვიქვათ, როგორც ფორმა, ხოლო დარჩენილი ნაწილი, როგორც ფონი. რა იქნება ფორმა და რა იქნება ფონი, არ გამომდინარეობს გარე სამყაროს მასტიმულირებლების მახასიათებლებიდან, არამედ ჩვენი აღქმის მუშაობის პრინციპიდან. ამ შემთხვევაში ის, რაც ერთი ადამიანის მიერ ობიექტად არის აღქმული, შეიძლება მეორისთვის ფონად იქცეს. ან ფონი და ფიგურა შეიძლება დროთა განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანისთვისაც შეიცვალოს.

ფონი-ფიგურის პრინციპი ასევე არის მოდელი, რომელიც გამოიყენება სოციალურ ფსიქოლოგიაში ადამიანის საჭიროებების პრიორიტეტული რიგის დასადგენად. ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანის ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მოთხოვნილებები დაფაზეა მიმოფანტული. ეს რთული სურათი ქმნის ფონს. ჩვენი პრიორიტეტული მოთხოვნილებები ვლინდება როგორც განსხვავებული ფიგურები. ჩვენი გონება აღარ ირჩევს ფონს, არამედ ფიგურას. თუ ეს მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდება, ჩვენთვის რთულია და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი ყურადღების კონცენტრირება სხვა საჭიროებებზე, რომლებიც უკანა პლანზე რჩება.

დავუბრუნდეთ გადაცემის დასაწყისში მოყვანილ მაგალითს, როდესაც შიმშილი როგორც ფიზიკური მოთხოვნილება ფიგურად იქცევა და ფონზე არსებულ სხვა ელემენტებს უხილავს ხდის. სწორედ ამიტომ ხდება ძნელი განსახილველ თემაზე კონცენტრირება, როცა მშივრები ვართ სასწავლებელსა თუ სამსახურში. ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაამ მასლოვის მოთხოვნილებების იერარქიის ცნობილი თეორიაც ამ მიდგომას ეფუძნება. მასლოვის აზრით, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, როგორიცაა კვება და სუნთქვა, მოთხოვნილებათა პირამიდის საძირკველშია. შემდეგ მოდის უსაფრთხოების, კუთვნილების, ღირსების და თვითრეალიზაციის საფეხურები. ადამიანი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს ერთ დონეზე, ვერ შეძლებს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მაღალ დონეზე.



მსგავსი ინფორმაციები